კეტი პერი

კეტი პერის არ მოუპარავს სიმღერა რეპერისგან FLAME - სასამართლოს გადაწყვეტილება

Katyperry.com

კეტი პერის არ მოუპარავს სიმღერა "Dark Horse" ამერიკელი რეპერის, Flame-ის ტრეკიდან "Joyful Noise" - ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოიტანა.

სასამართლოს ახლანდელმა გადაწყვეტილემა, შეცვალა გასულ ზაფხულს მიღებული ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც კეტი პერის სიმღერას ჰქონდა რეპერის "Joyful Noise"-ის გავლენები და ამიტომ მას და მის ჩამწერ სტუდიას Flame-ისთვის მთლიანობაში 2.8 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

კეტი პერი და Capitol Records-ი რეპერს ფულს აღარ გადაუხდიან.

საუბარია, კეტი პერის მიერ 2013 წელს ჩაწერილ სიმღერაზე Dark Horse, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც Flame-ის ადვოკატების თქმით რეპერის სიმღერიდან Joyful Noise-დან არის მოპარული.

Flame-ი თავდაპირველად კეტი პერისგან 20 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა, რადგან მისი წარმომადგენლის თქმით კეტი პერიმ და მისმა ჩამწერმა კომპანიამ სიმღერა Dark Horse-ით "მილიონები გააკეთეს". თუმცა, Capitol Records-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ მათ ამ სიმღერიდან 32 მილიონი დოლარი მიიღეს, ხარჯების შემდეგ 630,000 დოლარი დარჩათ.

კომენტარები