კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩატარდება და მაგ მომენტისთვის არ იქნება ეს ვითარება

რა თქმა უნდა, ეს ეპიდემია გადაივლის და საქართველო და მთელი მსოფლიო ამ გამოწვევას გადალახავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩატარდება და მაგ მომენტისთვის არ იქნება ეს ვითარება. მაგრამ ამ გამოწვევის გადალახვამდე, ჩვენი ქვეყნის და სხვა ქვეყნების ამოცანაც არის, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე, ანუ ჯანდაცვის ამბავი. მეორე არის ეკონომიკა, რომელსაც შეიძლება ასე მყისიერად არავინ ხედავს, როგორც მთავარ საფრთხეს, ჯანმრთელობასთან შედარებით, მაგრამ დრო რომ გავა და ეს ეპიდემია გადაივლის, უმძიმესი შედეგები დადგება. ამიტომ ნაბიჯები ახლა არის გადასადგმელი ყველა ქვეყნის მთავრობის და ამ შემთხვევაში საქართველოს მიერაც, რათა საგრძნობლად ნაკლები იყოს ის ზიანი, რასაც ჩვენ ვნახავთ შემდგომი თვეების განმავლობაში.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქვეყანაში კორონავირუსის მიერ შექმნილ ვითარებაზე და ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ეპიდემიის პირობებში არჩევნები ვერ ჩატარდება.

კომენტარები