იტალიასა და საფრანგეთის შემდეგ, Pornhub-ზე პრემიუმ ვიდეოები ესპანეთშიც უფასო გახდა

ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებული თვითიზოლაციისა და კარანტინის ფონზე, Pornhub სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, პრემიუმ კონტენტის ვიდეოებს უფასოს ხდის.

თავდაპირველად Pornhub-მა ვიდეოებზე უფასო წვდომის საშუალება იტალიელებს მისცა, ხოლო მოგვიანებით ფრანგებს.

ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში Pornhub-ის პრემიუმ სერვისზე წვდომა მომავალი ერთი თვე იქნება უფასო.

18 მარტის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 14,769 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 1,081 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 638 კი გარდაიცვალა.

კომენტარები