ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 24 მარტამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 20-22 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში კი 22 მარტს +18 გრადუსამდე დათბება.

23 მარტს მოსალოდენლია თბილი და უნალექო ამინდი. ტემპერატურა კი +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები