ემა სტოუნი

ემა სტოუნმა ქორწილის თარიღი კორონავირუსის გამო გადაიტანა

ABC News

მსახიობმა ემა სტოუნმა ქორწილი ახალი კორონავირუსის გამო გადაიტანა. ცერემონიის ახალი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

გასული წლის მიწურულს ემა სტოუნისა და სატელევიზიო შოუს Saturday Night Live რეჟისორის დეივ მაკკერის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია წყვილმა Instagram-ის პოსტით გაავრცელა. ქორწილის ზუსტი დრო და ადგილი გასაიდუმლოებული იყო.

ახალი კორონავირუსის გამო გასულ კვირას მომღერალ ქეითი პერისა და მსახიობ ორლანდო ბლუმის ქორწილიც გადაიდო. წყვილი საქორწინო ცერემონიას იაპონიაში გეგმავდა.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 219,491 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 85,827 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 8,977.

კომენტარები