სერიალის Friends ახალი სერიის გადაღებები კორონავირუსის გამო გადაიდო

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, Warner TV-მ  სერიალის Friends სპეციალურ გამოშვებაზე მუშაობის დაწყება გადადო. სერიის გადაღება შემდეგ კვირას უნდა დაეწყოთ, თუმცა დაავადებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ის გაურკვეველი ვადით გადაიტანეს. 

შეგახსენებთ, რომ სერიაში ექვსივე ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, მეტ ლებლანი, დევიდ შვიმერი და ლიზა კუდროუ მიიღებს მონაწილობას.

სერიას Warner Brothers-ის ცნობილ 24-ე სტუდიაში ჩაწერენ, სადაც სერიალს Friends იღებდნენ.

The Hollywood Report-ის ინფორმაციით, მსახიობების ანაზღაურება სერიისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარიდან 3 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.

 

 

კომენტარები