დეზინფორმაცია

გაბაშვილი: მთავრობა იცლის ტროლებზე ფულის დასახარჯად და აშავებს ოპოზიციას ყალბი ციტატებით

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს წევრებზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. გაბაშვილის თქმით, ყალბ ამბებს ოპოზიციაზე მთავრობის "ტროლების ფაბრიკები" ავრცელებენ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ცდილობს არ დაწეროს კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე და შეცდომებზე, რადგან პოლიტიკურ კინკლაობად არ იქნას აღქმული. 

"ამ ვითარებაში მთავრობა იცლის თავის ტროლ ფაბრიკაზე ფულის სახარჯავად და ორგანიზებულად აშავებს ოპოზიციას გამოგონილი ნიუსებით და ყალბი ციტატებით. ამათ სიმდაბლეს ზღვარი არ აქვს. აი ესაა არსით რუსული პროპაგანდა in action. ახლა მაინც დაისვენეთ თქვე შობელძაღლებო,"- წერ გაბაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ყალბი ამბების ფეისბუქ-გვერდზე "სირცხვილის კორიდორი" გამოქვეყნდა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ თითქოს თქვა, რომ ნანობს, რომ ენმ-ის ხელისუფლებამ "შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი, ამირან გამყრელიძე არ დაიჭირა". 

კომენტარები