საჯარო განხილვები

კობახიძე: კორონავირუსის გამო საკონსტიტუციო კომისია საჯარო შეხვედრებს არ გამართავს

პარლამენტი

ირაკლი კობახიძის თქმით, კორონავირუსის გამო საკონსტიტუციო კომისია საჯარო შეხვედრებს არ გამართავს. კობახიძე მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებლებს, რომ დაუთმონ საეთერო დრო, რომ ტელეეთერის საშუალებით გააცნონ საზოგადოებას კანონპროექტის შინაარსი. მისივე თქმით, გაიმართება დისკუსია და კითხვები გაეცემა მოქალაქეთა პასუხებს.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა შევჯერდეთ თარიღებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება ორივე ასეთი შეხვედრა“,- ამბობს კობახიძე.

კობახიძე ასევე განმარტავს, რომ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყება მხოლოდ ერთი თვის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. 

„ 17 აპრილამდე კანონპროექტს საპარლამენტო ფორმატში ვერ დავუბრუნდებით და ყველაზე ადრე, 28 აპრილს არის შესაძლებელი კანონპროექტის კენჭისყრა, გამომდინარე, არსებული კონსტიტუციური და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადებიდან. ანუ, 28 აპრილი არის უახლოესი თარიღი, როდესაც შესაძლებელია პირველი მოსმენით კენჭი ეყაროს კონსტიტუციურ კანონპროექტს“,- ამბობს კობახიძე.

ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან ერთად 8 მარტს საარჩევნო სისტემის სცვლილებაზე შეთანხმდნენ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 პრინციპით ჩატარდება. პარალემნტში საკონსტიტუციო კომისია დღეს, 17 მარტს შეიქმნა.

კომენტარები