ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი საავადმყოფოდან გამოწერეს

Hello Magazine

ავსტრალიაში, რიტა უილსონი და ტომ ჰენქსი, რომლებსაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ქუინსლენდის ჰოსპიტალიდან უკვე გამოწერეს. ახლა წყვილმა გარკვეული დრო თვითიზოლაციაში უნდა გაატაროს. 

"მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა: მოდით, ვიზრუნოთ საკუთარ თავებსა და სხვებზე. მიყვარხართ. ჰენქსი." დაწერა ჰენქსმა ტვიტერზე.

მსახიობები ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ავსტრალიაში ახალ ფილმზე, რომელშიც ჰენქსი ელვის პრესლის პროდიუსერის როლს შეასრულებს,  სამუშაოდ ჩავიდნენ. 

კომენტარები