ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.
ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით იფიცირების 174,777 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 77,867 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 6,686.
რაც შეეხება საქართველოს, 16 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კროონავირუსით ინფიცირებულია 33 პირი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.





