AIRBNB-ის ხელმძღვანელი: ვმუშაობთ თამამ იდეებზე, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასპინძლებს

Quartz

პლატფორმა Airbnb-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბრაიან ჩომსკი სოციალურ ქსელ Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კომპანია რამდენიმე იდეაზე მუშაობს, რათა მხარი დაუჭიროს იმ ადამიანებს, ვინც მათ პლატფორმას იყენებს და ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად ჯავშნების მასობრივად გაუქმებით იზარალა. 

"ჩვენი მასპინძლები მთელი ამ დროის განმავლობაში გმირებივით იქცეოდნენ. მასპინძლების უმეტესობამ აირჩია, რომ მათი სტუმრებისთვის ნაწილობრივ, ან სრულად აენაზღაურებინა თანხა. ვიცით, რომ ჩვენი მასპინძლები დამოკიდებულები არიან Airbnb-დან შემოსულ თანხებზე. 50% ამ თანხაზეა დამოკიდებული, რათა ქირა ან იპოთეკა გადაიხადოს. რამდენიმე თამამ იდეაზე ვმუშაობთ, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასპინძლებს და ძალიან მალე გვექნება სიახლე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასპინძლებსა და ჩვენს სტუმრებს მომდევნო კვირებსა და თვეებში. ეს მხოლოდ დასაწყისია," - წერს ჩესკი. 

Airbnb საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ათასობით ადამიანი თავიანთ აპარტამენტს უცხოელ მოგზაურებსა და ტურისტებზე დღიურად აქირავებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად და იმ ფონზე, რომ რიგ ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეწყდა, ჯავშნები მასობრივად უქმდება. 

ამ გამოწვევაზე Airbnb-ის ქართველი მასპინძლებისა და, ზოგადად, ტურიზმის სექტორის გამოცდილების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები