თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომესაც რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა კორონავირუსი.
კორონავისურის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, თურქეთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.
გამოცემა "ანადოლუს" ინფორმაციით, მარტის ბოლომდე შეიზღუდება პარლამენტში უცხო პირთა შესვლა.





