საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ორშაბათიდან, 16 მარტიდან, ქვეყანაში ყველა საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი დაიხურება.
მაკრონის ეს გადაწყვეტილება ახალი კრონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ამ დროის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 2,876 პირი, აქედან ვირუსით დაიღუპა 61 ადამიანი.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 132,993 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 68,891 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 4,946.





