ინგლისის ბანკი

ინგლისის ბანკმა კორონავირუსის ზიანის შესარბილებლად საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა კორონავირუსის ფონზე ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად გადაწყვიტა, საპროცენტო განაკვეთი შეამციროს.

კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი 0.75%-იდან 0.25%-მდე შემცირდება.

ინგლისის ბანკში იმედოვნებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ბრიტანეთის ეკონომიკას მილიარდობით ფუნტი დაემატება.

მსოფლიოს გარშემო მთავრობები და ცენტრალური ბანკები კორონავირუსით გამოწვეული ეკნომიკური ზარალის შესამცირებლად მასტიმულირებელ ზომებს მიმართავენ.

რაც შეეხება საქართველოს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხუთ მარტს განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა განვითარებული მოვლენების შესაბამისად, როგორც მონეტარული, ისევე ფისკალური სტიმულისთვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში მიიღებს ზომებს, თუ მოვლენათა განვითარება "საფრთხეს შეუქმნის ეროვნული ბანკის ინფლაციის მანდატის შესრულებას."

საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, ზიანის შესარბილებლად გადასახადები შემცირდეს.

კომენტარები