ჩარლი შინი და კორი ფელდმანი

კორი ფელდმანმა ჩარლი შინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

Rare

კორი ფელდმანმა დოკუმენტური ფილმი My Truth: The Rape of Two Coreys გადაიღო, რომელშიც მოჰყვა ვინ გააუპატიურა ის და მისი მეგობარი - კორი ჰეიმი  1980-იან წლებში. მოძალადეთა სიაში ჩარლი შინიც აღმოჩნდა, რომელმაც ჰეიმზე იძალადა.  

ფელდმანის თქმით, ეს მოხდა სურათის Lucas გადაღებაზე, როდესაც შინი 19 წლის იყო, ხოლო კორი ჰეიმი - 13-ის. ჰეიმმა მეგობარს უამბო, როგორ იძალადა მასზე შინმა გადაღებებს შორის შუალედში. ბევრი ადამიანი, რომელიც იმ დროს ფილმზე მუშაობდა ამბავს ადასტურებს, რადგან ჰეინმა რამდენიმე ნაცნობს მომხდარის შესახებ უამბო. კორი ჰეიმი 2010 წელს გარდაიცვალა.

ფელდმანს კორი შინი პედოფილიაში ადრეც დაუდანაშაულებია, ხოლო მსახიობმა ბრალდება უარყო. ამჯერად, შინი ფილმში გაჟღერებულ ინფორმაციას არ ეხმაურება. 

კომენტარები