დევიდ ბენიოფი და დი ბი უაისი

Game Of Thrones-ის შემქმნელები სერიალის Westworld ახალ სეზონში გამოჩნდებიან

სერიალის Game Of Thrones შემქმნელები, დევიდ ბენიოფი და დ.ბ. უაისი Westworld-ის ახალი სეზონის მეორე ეპიზოდში უმნიშვნელო როლებს შეასრულებენ. 

ბენიოფი და უაისი კორპორაციის Delos პრომო ვიდეოში გამოჩნდებიან. კომპანია გასართობი ადგილების, რომელშიც ადამიანების მსგავსი ანდროიდები ცხოვრობენ,  მფლობელია. ყოველი გასართობი ადგილი სხვადასხვა ეპოქის სტილშია შექმნილი: ველური დასავლეთის, სამურაიების დროის იაპონიის და ასე შემდეგ.

მეორე ეპიზოდი HBO-ზე 22 მარტს გამოვა, ხოლო სერიალის პრემიერა 15 მარტს შედგება.

კომენტარები