იმნაძე: კორონავირუსს ახალგაზრდები ადვილად გადაიტანთ, გაუფრთხილდით უფროსი ასაკის ახლობლებს

დავუშვათ, ჩამოხვედი საფრანგეთიდან და მეორე დღეს შენი 20 მეგობარი დაპატიჟე სადღაც, 20 მეგობარს საფრთხის, რისკის ქვეშ აყენებ, იმიტომ რომ შენ თუ რამე გამოგივლინდა, ისინიც უნდა გადავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაცაში.

ვინც მოგზაურობს, ძირითადად ახალგაზრდები არიან. თქვენ ადვილად გადაიტანთ, მაგრამ თქვენ ჩამოიტანთ და უფრო ასაკის ადამიანები ხომ გყავთ, ბებიები, ბაბუები, დედა, მამა, ბიძა, ბიცოლა, ამ ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებთ. ეს უნდა გავიგოთ და ვიყოთ თვითიზოლაციაში.

თქვა NCDC_ის დირექტორის მოადგილემ ტვ იმედის ეთერში. 10 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. მსოფლიოში კორონავირუსის 114,549 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 4,028 გარდაიცვალა.

კომენტარები