ტიზერი

The Undoing: ნიკოლ კიდმანის ახალი სერიალის ტიზერი გამოვიდა

HBO-მ ახალი მინი-სერიალის The Undoing ახალი ტიზერი გააზიარა. პროექტში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრანტი სრულებენ. 

შოუ ჯინ ჰანფ კორელიცის წიგნის მიხედვით გადაიღეს, ხოლო მისი სცენარისტი ჯეიმს ე. კელია. (Big Little Lies)

სიუჟეტის ცენტრში  წარმატებული ფსიქოთერაპევტი ქალი გრეის საკსია, რომელიც თავისი ახალი წიგნის გამოცემისთვის ემზადება. გრეისს საყვარელი ქმარი და შვილი ჰყავს, თუმცა წიგნის გამოცემამდე რამდენიმე კვირით ადრე მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლება. 

 

კომენტარები