ოჯახში და ქალზე ძალადობა

პოლიციამ შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 1 კაცი დააკავა

შსს-მ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული რ.ს დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის, 1987 წელს დაბადებული ნ.ს.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოსცეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს (სსკ-ის 11/1 - 381/1).

კომენტარები