2020 არჩევნები

უსუფაშვილი: ეს არის ქვეყნის გამარჯვება - საქართველოში ჩატარდება არჩევნები, არა ორთაბრძოლები

ეს არ არის არავის გამარჯვება და არავის დამარცხება. გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს ოქტომბერში, არჩევნებზე დავითვლით. ეს არის ქვეყნის გამარჯვება - მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში ჩატარდება არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად.  

წინ გრძელი გზაა - დაახლოებით ორთვე-ნახევარი დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციად ქცევას. პარალელურად, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.  

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა ბევრი ქართველი მოქალაქის თავდაუზოგავმა შრომამ და ბრძოლამ და ჩვენი პარტნიორების თავდაუზოგავმა შრომამ ბოლო წლების განმავლობაში. 

თქვა "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ითვალისწინებს მანდატების 120/30-ზე განაწილებას 1%-იანი ბარიერით. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები