ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტმა ნეშვილის ტორნადოს შედეგად დაზარალებულებს ერთი მილიონი დოლარი გადაურიცხა

GoodFon

მუსიკოსმა ტეილორ სვიფტმა ნეშვილის ტორნადოს დაზარალებულების დასახმარებლად ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა. 

"ნეშვილი ჩემი სახლია. და ის ფაქტი, რომ ამდენმა ადამიანმა სახლი დაკარგა და კიდევ უფრო მეტმა ტენესიშიც, გულს მტკენს." დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.

ორშაბათს ტორნადომ ცენტრალურ ტენესის გადაუარა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, შენობები და სახლები დაზიანდა და დაინგრა. 

კომენტარები