აუქციონზე 95 მილიონად გატანილი "რიყის დოქები" არ გაიყიდა

რიყის კომპლექსი
flickr.com

ე.წ "რიყის დოქები", რომელიც სახელმწიფოს აუქციონზე ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა.

ნაგებობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო და მისი შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს.

"რიყის დოქების" აუქციონზე გატანის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 30 იანვარს ისაუბრა.

"შეფასება, რომელიც გაკეთდა არსებული წესით, არის 95 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზეც, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამის აშენებაში," - ამბობდა თურნავა.

მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, "დოქებს" სწორი გამოყენება მოუძებნოს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა დანიშნულება შეიძლება მოეძებნოს ობიექტს:

"ჩვენ გვინდა, დანიშნულება იპოვოს თვითონ ბიზნესმა, ჩვენ არ ვკარნახობთ, რა დანიშნულება შეიძლება, იყოს" - აცხადებდა თურნავა.

კომენტარები