შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

EPA-EFE

შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. გამოცემა როიტერის ცნობით, გარდავლილია 74 წლის ქალი.

პაციენტი საავადმყოფოში სამშაბათს, 3 მარტს მოათავსეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადება სჭირდა და ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში იყო.

შვეიცარიაში, ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 93 შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა შეკრებები, რომლებსაც ათასზე მეტი ადამიანი დაესწრება.

ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 95,501 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 53,399 პირი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 3,286 ადამიანი.

კომენტარები