მიკაელა სპილბერგი

სტივენ სპილბერგის შვილი ოჯახში ძალადობისთვის დააპატიმრეს

The Quint

ცნობილი გახდა, რომ შაბათს სტივენ სპილბერგის შვილი - მიკაელა სპილბერგი ნეშვილში ოჯახში ძალადობისთვის დააპატიმრეს.

პოლიციის თანამშრომლების თქმით, მიკაელა ერთ-ერთი ბარიდან თავის მეგობარ ბიჭთან ერთად გამოვიდა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამისთვის სპილბერგმა მას სხვადასხვა საგნები ესროლა. ამის შედეგად ახალგაზრდა კაცმა ხელი დაიზიანა. 

ამჟამად  1000 დოლარის ოდენობით გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიკაელა სპილბერგი გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო 9 მარტს დაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ სტივენ სპილბერგის 23 წლის ქალიშვილმა ცოტა ხნის წინ პორნო ინდუსტრიაში წასვლა გადაწყვიტა

კომენტარები