დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "რაინეარი" იძულებული გახდა, გაეუქმებინა ფრენების 25% იტალიის მიმართულებით, 17 მარტიდან 8 აპრილამდე, Covid19 ვირუსის გამო.
ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ facebook-ზე გამოაქვეყნა.
ისინი ბოდიშს უხდიან მომხმარებლებს და სანაცვლოდ თანხის დაბრუნებას ან ბილეთების ხელახლა დაჯავშნას სთავაზობენ.

ფოტო: facebook.com
ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.





