კორონავირუსის საფრთხის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა

marshalpress.ge

გორის სამხედრო ტერიტორიაზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, საკარანტინო ზონა მოეწყობა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტო ავრცელებს. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით,ჰოსპიტალში 4 პაციენტი რჩება, რომელიც კორონავირუსზე დაკვირვებას გადის, მათ შორის 3 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი.

ბარლიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ჰოსპიტალი 180 პაციენტს მიიღებს და უმკურნალებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები