40%-იანი პრინციპი

ოხანაშვილი: არ დასმულა ჩვენგან საკითხი, რომ 40%-ზე ნაკლებით შეიძლებოდეს მთავრობის ფორმირება

არასდროს დასმულა ჩვენი მხრიდან საკითხი, რომ გუნდი, რომელიც 40%-ზე ნაკლებს მიიღებს შესაძლებელია ჰქონდეს პრეტენზია, ხელისუფლების დაკომპლექტებაზე. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვაქვს ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ 40%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ყველა ვარიანტში, გუნდს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას არანაირად აღარ აქვს შფოთვის საფუძველი, არც აქამდე უნდა ჰქონოდათ. 41%-ის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება გამარჯვებულ პარტიას დააკომპლექტოს მთავრობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილი ე.წ 40% პრინციპზე საუბრობს.

კომენტარები