რაიან მერფიმ ინსტაგრამზე სერიალის American Horror Story მეათე სეზონის მსახიობების სია გამოაქვეყნა. რეჟისორის სოციალურ ქსელზე გამოქვენებული ვიდეოდან ცნობილი გახდა, რომ მაკალეი კალკინი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სერიოზული როლია, რომელსაც მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში ასრულებს.
სერიალის მეათე სეზონში კალკინთან ერთად ვიხილავთ კეტი ბეიტსს, სარა პოლსონს, ევან პიტერსს, ლესლი ერინ გროსმანი, ბილი ლურდი და სვები.