რუსეთი

რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რუსეთში 22 აპრილს გაიმართება

Kirill Kudryavtsev / AFP / Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წინადადებას, საყოველთაო რეფერენდუმის თარიღთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 22 აპრილს გაიმართება. 

ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რია ნოვოსტიმ გაავრცელა, მოგვიანებით ცნობა დაადასტურა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა პაველ კრაშენნიკოვმა. მოგვიანებით იგივე დაადასტურა, პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. 

22 აპრილი რამდენიმე მიზეზის გამო შეირჩა. 19 აპრილს მართლმადიდებლური სააღდგომო მარხვა სრულდება, ხოლო 24 აპრილს კი მუსლიმებისთვის წმინდა რამაზადანის თვე იწყება. დიდი ალბათობით რეფერენდუმის დღე უქმედ გამოცხადდება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმერ პუტინმა 15 იანვარს ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაში წარადგინა. 

უტინი დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით.

ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.

ასევე, იგეგმება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და პენსიის ინდექსაცია, რომელიც რუსეთის არ უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე რუსეთში განსაზღვრული საარსებო მინიმუმი. ამავდროულად მკაცრდება პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის საკანდიდატო მოთხოვნები. 

რუსეთში ცხოვრების სავალდებული დრო 10-იდან 25 წლამდე იზრდება. პრეზიდენტს და მინისტრებს და მოსამართლეებს ერთმევათ ორმაგი მოქალაქეობის და სხვა ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის ქონის უფლება.

რუსეთის პრეზიდენტს ან პრეზიდენტობის მსურველს არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის დოკუმენტი როგორც მიმდინარე დროში, ასევე, წარსულშიც. 

სწორედ 15 იანვარს დაანონსდა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაც. ამ დღესვე სრული შემადგენლობით გადადგა რუსეთი მთავრობა. თანამდებობა დატოვა დიმიტრი მედვედევმა, მისი ადგილი რუსეთის საგასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მიხაილ მიშუსტინმა დაიკავა.

კომენტარები