გერმანია

გერმანიაში მიმდინარე კარნავალზე ავტომობილი ხალხში შევარდა

dw.com

გერმანიაში, ჰესენის მიწაზე, კარნავალის მიმდინარეობისას ხალხში მანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. 

გერმანული გამოცემის, დოიჩე ველეს ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ინციდენტი შემთხვევითი იყო თუ მიზანმიმართული. 

ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა და ვერტმფრენია მობილიზებული. 

კომენტარები