დიალოგი ოპოზიციასთან

თალაკვაძე: მაგიდის აყირავება ოპოზიციური ტერმინია, სინამდვილეში მაგიდა თავის ადგილას დგას

მაგიდის აყირავება არის ოპოზიციური ტერმინი, რომელსაც იყენებს ოპოზიციის ნაწილი, სინამდვილეში მაგიდა დგას თავის ადგილას. საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის საელჩო მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის ეს ნაწილი ჯერჯერობით დგას ცალკე და დგას დესტრუქციულ პოზიციაზე, რომ არ მიიღებს მონაწილეობას დიალოგში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მე დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით დიალოგის მაგიდას.

კომენტარები