ციტატები

ფილმს Constantine 15 წელი შეუსრულდა: რამდენიმე ციტატა და კადრი ფილმიდან

lumiere

ფილმი Constantine ფრენსის ლოურენსმა 1998 წელს გამოსული DC-ს კომიქსების Hellblazer  მიხედვით გადაიღო. თუმცა კომიქსების ფანები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ფილმის პერსონაჟი ძალიან განსხვავდებოდა ორიგინალისგან. 

მიუხედავად კომიქსების მოყვარულების უკმაყოფილებისა, ფილმი თავის ჟანრში საპატიო ადგილს იკავებს, პერსონაჟი ჯონ კონსტანტინი, კი კიანუ რივზის როლებიდან ერთ-ერთი ყველზე დასამახსოვრებელია. სურათში ასევე მონაწილეობენ შაია ლაბაფი,ტილდა სვინტონი და რეიჩელ ვაისი. 

სიუჟეტის მიხედვით ჯონ კონსტანტინს აქვს უცნაური ნიჭი: ის დემონებსა ხედავს, ესაუბრება, იჭერს, ებრძვის და დედამიწიდან უკან ქვესკნელში აგზავნის. კონსტანტინი პოლიციელ ანჯელა დოდსონს გაიცნობს და მისი ტყუპისცალი დის თვითმკვლელობის საიდუმლოს ამოხსნაში ეხმარება.

დღეს ფილმის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა, ჩვენ კი გავიხსენეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან:

 ისეთი არსებები დამიმარცხებია, რომელთა არსებობის შესახებ უმრავლესობას არც კი სმენია და წყეულმა სიგარეტებმა უნდა მომიღონ ბოლო. 


ფოტო: IMDB

კონსტანტინი: რას იზამთ, თუ გეტყვით, რომ ღმერთმა და ეშმაკმა სანაძლეო დადეს. თითოეული სულის წაყვანაზე ფსონებს დებენ.

ანჯელა: წამლების მიღების გაგრძელებას გირჩევდით.

კონსტანტინი: მართლა ასეა, თქვენ თუ გინდათ დამცინეთ. მათი მთავარი წესია პირდაპირი კონტაქტი არ დაამყარონ ჩვენთან.

ანჯელა: კარგი, დავუშვათ ასეა, და რისთვის?

კონსტანტინი: რავიცი, შეიძლება, გართობის მიზნით.

ანჯელა: გართობის? და თქვენ გგონიათ, რომ ქმარი, რომელიც ქალს სულს ხდის ცემაში, დედა, რომელიც ბავშვს ახრჩობს, ეს ყოველივე სასაცილოა და ეშმაკი გვაიძულებს ასე მოვიქცეთ? არა, ადამიანები უბრალოდ გაბოროტებულები არიან, სულ ესაა. 


ფოტო: imdb

ანჯელა: ეშმაკის არ მწამს

კონსტანტინი: სულ ტყუილად იმიტომ, რომ მას თქვენი სწამს


ფოტო: IMDB

კონსტანტინი: განა საკმარისად ერთგულად არ ვემსახურე? თუ ჩემთვის სხვა გზა აქვს მომზადებული?

გაბრიელი: არაფერი განსაკუთრებული, თავგანწირვა და რწმენა. 

კონსტანტინი: მჯერა, მჯერა და რა გავაკეთო მეტი?!

გაბრიელი: არა შენ არ გჯერა, შენ იცი. ეს სულ სხვადასხვა რაღაცებია. შენ იქ იყავი და ყველაფერი ნახე. 


ფოტო: IMDB

კონსტანტინი: უფალი ყველა ჩვენგანს თავის გზას უმზადებს

ანჯელა: უფალი თამაშით გართული ბავშვია, რომელსაც ჩვენთვის არ სცალია.


ფოტო: IMDB

კომენტარები