ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში, რომელიც არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სადმე დაინიშნება, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. და მერე? რას ვლაპარაკობთ, აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხო არ დაინიშნებოდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანი ამ თანამდებობაზე. რა ლოგიკას ვავითარებთ, ვერ ვხვდები. სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო ამ თანამდებობაზე ადამიანი თუ რა უნდა მომხდარიყო?
tbl.ge/4ggy
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, მამუკა მდინარაძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დანიშვნის შესახებ. მდინარაძეს ჰკითხეს ოპოზიციის განცხადებების შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ გომელაური ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაშია.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ენმ-ს ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე
- მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
- მდინარაძე გირჩზე: ბევრს ეწევიან ეს ადამიანები და ცოტა მოუკლონ, ჯობია
- მდინარაძე: ქუჩაში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სულ იქნება, დანაშაული ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა
- მდინარაძე: ოპოზიციის ფორმულა ასეთია - თუ დანაშაული ჩაიდინე 2003-2012 წლებში, ხარ პოლიტპატიმარი