თრეილერები

სტივენ სპილბერგის სერიალის თრეილერი გამოვიდა

სერვისმა Apple TV+ სტივენ სპილბერგის  სერიალის Amazing Stories სადებიუტო თრეილერი გამოუშვა. პროექტი იმავე სახელწოდების 80-იანი წლების შოუს მიხედვითაა გადაღებული. 

სერიალის ყოველი სერია დამოუკიდებელი ისტორიაა, რომელშიც ბევრი სხვადასხვა გმირი საკუთარ თავს უცნაური ამბების ეპიცენტრში აღმოაჩენს. შოუში მაყურებელი ჯოშ ჰოლოვეის (LOST) რობერტ ფროსტერს (Twin Peaks) და სხვა ნაცნობ მსახიობებს იხილავს.

Amazing Stories სერვისზე 6 მარტს გამოვა. 

 

კომენტარები