ავტოსაგზაო შემთხვევა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი, დაშავდა სამი ადამიანი

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია სამი ადამიანი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი მცირეწლოვანია. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქმედებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები