ხანძარი თბილისში

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე "თბილსერვის ჯგუფის" ტერიტორიაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები