მკვლელობა დმანისში

დმანისში ქალის მკვლელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისში მომხდარი მკვლელობისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1982 წელს დაბადებული დ.ა დააკავეს.

"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საღამოს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ამავე სოფლის მკვიდრს - 1963 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალა. დაშავებული ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა",-წერია განცხადებაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები