სოციალურად დაუცველი ოჯახები

ხუნდაძე: სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სტატუსის გადამოწმების პერიოდში დახმარება არ შეუწყდებათ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ამ სტატუსის გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება არ შეუწყდებათ.

დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის გადამოწმების დროს მოქალაქეებს დახმარება დროებით, სტატუსის გადამოწმებამდე უჩერდებათ და განაცდური მოგვიანებით უნაზღაურდებათ. დაგეგმილი ცვლილებით კი, ამ პერიოდში მათ დახმარება არ შეუწყდებათ. ხოლო, გააგრძელებენ თუ არა პროგრამაში მონაწილეობას, ეს კვლავ დამოკიდებული იქნება გადამოწმების შედეგად მინიჭებულ სარეიტინგო ქულაზე.

დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივისთვის საჭიროა დამატებით 5.4 მილიონი ლარი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები გავლილია, გადაწყვეტილება მიღებულია და ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის აპრილიდან შევა.

"ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა", - აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები