ხანძარი მატარებელში

აბაშაში ზუგდიდი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

მაესტრო

აბაშაში ზუგდიდი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძარი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა. ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები