საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების წერილი

კანდელაკი მთავრობას: გამოაქვეყნეთ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო მინისტრების მიმართვა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი მთავრობას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს წერილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან მიიღო. 

"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ მისულია მთავრობაში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა და ეს არ იქნება უკანასკნელი მსგავსი მიმართვა. ეს წნეხი მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება,"- თქვა კანდელაკმა ტვ პირველის ეთერში. 

ინფორმაცია წერილის შესახებ ტაბულამ ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. ტაბულას ინფორმაციით, წერილი ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებამდე მომზადდა. 

კომენტარები