აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საქართველოსთვის 2021 წელს 63.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა სურს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო მასალებიდან ირკვევა, უწყებას საქართველოსთვის შემდეგი პროგრამების ფარგლებში სურს თანხის გამოყოფა:
- ეკონომიკური დახმარება და განვითარების თანხა - $38 500 000
- საგარეო სამხედრო დაფინანსება - $20 000 000
- საერთაშორისო სამხედრო განათლება და ტრეინინგი - $2 200 000
- საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლი და კანონის გატარება -
$1 800 000 - გაუვრცელებლობა, ანტი-ტერორიზმი, განაღმვა და დაკავშირებული პროგრამები - $1 000 000
სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნას აშშ-ის კონგრესის თანხმობა დასჭირდება.