საგამოძიებო: იანვარში 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ, დაკავებულია 15 პირი

მიკაელა რელე / REUTERS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იანვრის თვეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.  

გამოვლენილია რეალიზაციის 30 ფაქტი, დაკავებულია 15 ადამიანი. 

"ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება",-წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები