გიგი უგულავას დაკავება

უგულავა პატიმრობის მისჯაზე: სიბრიყვისა და შიშის კომბინაციაა, შიშმა ბრიყვად აქცია ივანიშვილი

ეს არის ორი თვისების კომბინაცია - სიბრიყვისა და შიშის. შიშმა ბოლომდე ბრიყვად აქცია ივანიშვილი. ეს არის ჩვეულებრივი, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული, ფულიანი აღზევებული მდაბიო რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა ჩაიგდოს ხელში. დაჭერებით ამას ვერ მოახერხებს. მეტიც, დაჭერებით მხოლოდ საკუთარ დაისს დაასრულებს, ოღონდ ეს დაისი იქნება, მისდა სამწუხაროდ, ძალიან მწარე მისთვის.

სამართლებრივ ნაწილში საერთოდ აბსურდთან გვაქვს საქმე. [თადუმაძე] თვითონ იყო პროკურორი, საკასაციო საჩივარი თვითონ შეიტანა. ფორმალურად ასეა, რომ პროკურორი თავის საქმეში შეუვალია და ახლა როგორი შეუვალია მთავარი პროკურორის მიმართ ჩვეულებრივი პროკურორი ყველამ კარგად ვიცით. ჩაენიშნათ სასამართლო, ყოფილიყო არა ზეპირი, ჩვეულებრივი განხილვა და ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ვეტყოდით.

ეს არის ჩვეულებრივი შეშინებული ადამიანების ბრბო, რომელიც გაურბის კამერებს, დღის შუქს, ჩაიკეტნენ სადღაც, მიიღეს გადაწყვეტილება ზურგს უკან, საიტზე აკრიფეს და ასეთ წვრილმან-წვრილმან მამაძაღლობას ჩადიან. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შურისძიებაა ძალიან ბევრი რამის გამო.

პირველი ეს არის იმიტომ, რომ 20 ივნისს როდესაც მოლაპარაკება ჩაშალა ივანიშვილმა, იმისათვის, რომ [აქცია] დაერბია და პასუხად მიიღო ჩემგან ყველა პირდაპირ ეთერში დედის გინება. მე დღესაც ვიმეორებ, სიტყვებს არ გავიმეორებს, რომ 20 ივნისს, როცა თქვენ მოლაპარაკება ჩაშალეთ და დათვის ტყვიები დაუშინეთ ადამიანებს, დედის გინება ივანიშვილის იყო ის ერთადერთი ენა, რომელსაც ის იმსახურებდა და მე მხვდა მხოლოდ პატივი გამეხმოვანებინა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა რომელიც იყო იქ, ან იჯდა ტელევიზორთან და ივანიშვილის კარგებს, კეთილებს და დედას კითხულობდა სამართლიანად იმიტომ, რომ ამ ადამიანმა თავის შიშებს მაშინ გადააყოლა ხალხის ჯანმრთელობა და მხედველობა და ახლა ამ შიშის ინსტინქტით მოქმედებს და დღევანდელი დღეც არის ამის დადასტურება.

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დღეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

კომენტარები