ქართული ოცნების ვიზიტი აშშ-ში

თალაკვაძე: საქართველოსა და აშშ-ს შორის შუაში ვერავინ ჩადგება, ვერც დესტრუქციული ოპოზიცია

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება შუაში, ვინც არ უნდა იყოს ეს, იქნება ეს რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში, თუ იქნება ეს დესტრუქციული ოპოზიცია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ძალების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ძალიან დაბალი მხარდაჭერა და ზოგჯერ, საერთოდაც არ აქვს მხარდაჭერა, კამპანიას ატარებდნენ აქ, ვაშინგტონში თავისი ქვეყნის იმიჯის და ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვადასხვა საშუალებით, ლობისტებით, თუ სხვადასხვა აგენტის გამოყენებით

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, იმედის ეთერში ისაუბრა. თალაკვაძე ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში (დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ), სტრატეგიული პარტნიორისგან მმართველმა გუნდმა არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო.

კომენტარები