მკვლელობა ღვთაების მონასტერში

ჯაღმაიძე: ღვთაების მონასტერში შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და მონასტრიდან გაიქცა

მთავარი არხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, მონასტერს შეფარებულმა პირმა მეორე პირი მოკლა და მონასტრიდან გაიქცა. 

"როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან",-წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.   

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ყელის არეში იყო დაჭრილი, ეკლესიის კელიაში ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები