ზაზა ხალვაში

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია

ქართველი რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში დაიბადა.

მისი ცნობილი ფილმებია 1985 წელს გადაღებული "ჟამი", 1990 წელს გადაღებული "აქ, ჩვენთან", 1996 წელს გადაღებული "მიზერერე", 2000 წელს გადაღებული "ისევ სსრ კავშირი", 2003 წელს გადაღებული "მგლების ხორუმი", 2017 წელს გადაღებული "ნამე" და სხვები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა ხალვაშის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

კომენტარები