მოძრაობის შეზღუდვა

თოვის გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

გზების დეპარტამენტი

ინტენსიური თოვის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტია) მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა. ინფორმაციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

"მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ",-წერია განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

კომენტარები