მდინარაძე წერილებზე: არასწორ ფაქტებზე დამყარებული კრიტიკა არის ძალიან ცუდი

ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ საფუძვლად დაედო კრიტიკას. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს არსად უთქვამს, არსად დამუქრებია ოპოზიციას რომ მათ ციხეში გაუშვებს. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა. მეორე, როდესაც საუბრობენ რომ ძალადობრივი დაშლა მოხდა მშვიდობიანი აქციის, ჩვენ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ საფუძვლად დაედო, სამწუხაროდ, რამდენიმე არასწორი ფაქტი. რა თქმა უნდა კრიტიკა არის ძალიან ცუდი როდესაც ის არასწორ ფაქტებზე დამყარებით ხდება და ჩვენ ამის აღმოფხვრაზე ინტენსიური კომუნიკაციის დროს გვექნება ბევრი საუბარი, თუნდაც კამათი ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით რეალური გარემოებების, ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უფრო ზუსტი, კონკრეტული ინფორმაციები ჰქონდეთ, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებები.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა დეკემბრიდან ამ დრომდე იღებს და რომელშიც ხელისუფლების ქმედებებია გაკრიტიკებული, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი დავების განახლება, მშვიდობიანი პროტესტის ძალადობით დაშლა და ბიზნესზე ზეწოლა.

კომენტარები