პრეზიდენტის განცხადება ევროსაბჭოზე

უგულავა: ზურაბიშვილი თარგმანში დაკარგული არ არის, ფრანგულადაც, ინგლისურადაც მოღალატეა

სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოღალატე. მე კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეს ქალი არის "თარგმანში დაკარგული". არაფერი თარგმანში დაკარგული არ არის, ფრანგულადაც მოღალატეა, ინგლისურადაც მოღალატეა, რუსულადაც მოღალატეა და ძველ ქართულადაც მოღალატეა. ეს, რაც მან ილაპარაკა, არის ღალატი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვას აფასებს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "კანონს გვერდს აუვლის" და ქვეყანაში ოკუპაციის კანონის დამრღვევ რუს დელეგატებს შემოუშვებს.

კომენტარები