ამერიკელი კონგრესმენების წერილი

მაჭარაშვილი: კონგრესმენების წერილები ხელს უშლის აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას

წუხილით მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ უწყობს ხელს კონგრესმენების ეს განცხადება ხელს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორბის განმტკიცებას... ამაზე ხისტი განცხადება მეტი რა უნდა გავაკეთოთ, როცა მე პირადად ასე მგონია, რომ ეს ხელს არ უწყობს და ხელს უშლის, პირიქით, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ურთიერთობას და თუ რამეს ხელს უწყობს, უწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმ ინტერესებს, რომელიც აღვივებს ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში. სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია ამას ადასტურებს, რომ ეს არის კონგრესმენების პირადი პოზიცია და არა ამერიკის შეერთებული შტატების

ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იმედის კითხვაზე, "უფრო ხისტი ხომ არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოზიცია კონგრესმენების განცხადებების და ტვიტების მიმართ". მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, დემონსტრანტები კი სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო.

კომენტარები